პიკის საათი - 28.07.2023
პიკის საათი - 28.07.2023

1) შეხვედრამდე ეთერში!

რესპონდენტები: დავით ველიჯანაშვილი, მარიამ ჩოჩია, ელენე ტუშური, ეკა ხითარიშვილი და ეკა ტალახაძე

 

2) ჩაძირული ისტორია

ტაო-კლარჯეთის ჩვიდმეტწლიანი ამბავი გიორგი დვალაშვილის მეხსიერებაში.

სტუმარი: გიორგი დვალაშვილი – გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სტუმარი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

3) ფრაგმენტები – „შეხვედრა მზის დისკოში“

2023 წლის 29 ივლისი, ქართველი მეცნიერის, პედაგოგის, პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და ფილოლოგ თამაზ ტყემალაძის დაბადებიდან 74-ე წელი მისი ლიტერატურული წერილების, მემუარებისა და მხატვრულ-ისტორიული ქრონიკების ორტომეულის წარდგენით აღინიშნება.

„აი, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც შეიძლებოდა თქმულიყო თამაზ ტყემალაძის წიგნის გამოსვლამდე. გამოსვლის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ითქმება გაცილებით ბევრი, საჭირო, საინტერესო სიტყვა წიგნზეც და მის ავტორზეც, რომელიც ამ ქვეყნიდან ტკივილიანი წავიდა. სააქაოსაც დატოვა ტკივილი, მაგრამ დატოვა წიგნიც, როგორც მარადი აწმყო, როგორც სიცოცხლის ნიშანი – რადგან თუ არის წიგნი, არის სიცოცხლეც“, – ივანე ამირხანაშვილი.

ჩანწერში მოისმენთ ამონარიდებს თამაზ ტყემალაძის რადიოგადაცემებიდან.

ავტორი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: