1) „ფემინიზმი კაცებისთვის“
1 მარტს ქართულ – ამერიკულ უნივერსიტეტში ირინა ტორონჯაძის ახალი წიგნის „ფემინიზმი კაცებისთვის“ წარდგენა გაიმართება.
წიგნი წარმოადგენს ერთგვარ გაიდლაინს, გზამკვლევს ქალებისთვის. ავტორი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ცდილობს ახსნას სქესთა ფილოსოფია.
რესპონდენტი: ირინა ტორონჯაძე – უფლებადამცველი; ბლოგერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) ოთარ ჩხეიძის „ბურუსი“
28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, ოთარ ჩხეიძის რომანი „ბურუსი“ განიხილეს.
საუბრის ძირითადი თემა იყო რომანში სატირულად გამოხატული საბჭოთა ყოფის სიმახანჯე.
რესპონდენტები: როსტომ ჩხეიძე – მწერალი, თამარელა წოწორია – კრიტიკოსი; ფილოლოგიიის დოქტორი, ქეთევან შენგელია – პოტი; ლიტარატურათმცოდნე, მამუკა ჭიპაშვილი – ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) გიტარისტის არჩევანი
რატომ ასოცირდებოდნენ ლეგენდარული გიტატისტები გიტარის ასევე ლეგენდარულ სახელებთან?
როდის უფრო ადვილი იყო გიტარაზე დაკვრის სწავლა, 20 წლის წინ თუ ახლა, იუთუბ-ტუტორიალების ეპოქაში?
სტუმარი: კაკო ვაშალომიძე – გიტარისტი.
ავტორი: დავით ველიჯანაშვილი
4) იარაღი და თავისუფლება
– რამდენად შესაძლებელია იარაღის კონტროლის ადმინისტრირება?
– რატომაზარალებს პრევენციული მექანიზმი ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ინტერესებს?
– არის თუ არა გამოსავალი დანაშაულზე რეაგირება?
– რას ნიშნავს იარაღის კულტურა და რა ხარისხშია მსგავსი დამოკიდებულება საქართველოში?
სტუმრები: ირაკლი ფოფხაძე – საინიციატივო ჯგუფის წევრი, ლევან ფხაკაძე – ბლოგერი; გადაცემის „იარაღი და თავისუფლება“ ავტორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: