მსოფლიოს ამბები - ვადამდელი არჩევნები უკრაინაში და ევროკომისიის ქალი პრეზიდენტი
მსოფლიოს ამბები - ვადამდელი არჩევნები უკრაინაში და ევროკომისიის ქალი პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი პირველად იქნება ქალი. 60 წლის გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი 16 ივლისს ევროპარლამენტმა ჟან კლოდ იუნკერის შემცვლელად აირჩია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის პირველ გამოსვლაში ყურადღება არაერთ გამოწვევაზე გაამახვილა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას. ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელის შესახებ გერმანელ ჟურნალისტ სილვია შტობერს ვესაუბრეთ, რომელიც გერმანიის საზოგადოებრივ არხზე მუშაობს და არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში.

21 ივლისს, უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით ლიდერობს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახალდაფუძნებული პარტია „ხალხის მსახური“. კიდევ რომელ პარტიებს აქვთ შანსი მოხვდნენ მეცხრე მოწვევის უმაღლეს რადაში და როგორ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი უკრაინაში, არჩევნების შემდეგ. ეს კითხვები უკრაინელ პოლიტოლოგ ვადიმ კარასიოვს დავუსვით.