მსოფლიოს ამბები - ლავროვის ბრალდების პასუხი და რუსეთში ჩაძირული საიდუმლო ხომალდი
მსოფლიოს ამბები - ლავროვის ბრალდების პასუხი და რუსეთში ჩაძირული საიდუმლო ხომალდი

ბოლო 2 კვირის განმავლობაში მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებდა თბილისში განვითარებულ მოვლენებს, სადაც პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენას, საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გააკეთა განცხადება, რომელშიც თბილისში განვითარებულ მოვლენებში ნაწილობრივ აშშ-ი დაადანაშაულა. სერგეი ლავროვმა თავის გამოსვლაში ახსენა პენ ბაიდენის დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ კარპენტერს და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

რუსეთში საიდუმლო წყალქვეშა ნავზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირბით, რომელსაც 14 მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა, მედია არაერთ ვერსიას ავრცელებს. ბარენცის ზღვაში მომხდარმა ბევრს „კურსკი“ გაახსენა. მოგვინებით გაირკვა, რომ წყალქვეშა ნავზე იყო ატომური რეაქტორიც. ამ თემაზე საინტერესო მასალა მოამზადა ტელეკომპანია „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ჟურნალისტმა პაველ აკსენოვმა, რომელთან ინტერვიუსაც ახლა გთავაზობთ.