მსოფლიოს ამბები - ირანი და აშშ-ი კონფლიქტის ზღვარზე და რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოში
მსოფლიოს ამბები - ირანი და აშშ-ი კონფლიქტის ზღვარზე და რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოში

5 წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაბრუნდა. რუსული დელეგაცია ორგანიზაციაში ისე დაბრუნდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ამ ხნის მანძილზე უკრაინის საკითხზე მიღებული 7 რეზოლუციის არც ერთი პუნქტი, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზეზი იყო, მოსკოვს არ შეუსრულებია. ყველა შესწორება, რაც რუსეთის წინააღმდეგ მინიმალური შეზღუდვების შენარჩუნებას ითვალისწინებდა, ასამბლეის წევრებმა უარყვეს. რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენა 7 ქვეყნის დელეგაციამ გააპროტესტა. საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დაბრუნება ასამბლეაზე არ შეესაბამება ევროსაბჭოს ღირებულებებს და წესდებას. ამ თემაზე ვესაუბრეთ დამოუკიდებელ რუს ექსპერტ ივან პრეობრაჟენსკის.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. ამის მიზეზი ირანის მიერ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა. ამის გამო დონალდ ტრამპმა 24 ივნისს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, შემდეგ კი ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში განადგურებითაც კი დაემუქრა. რა არის ირანისა და აშშ-ის დავის მთავარი მიზეზი, ამის შესახებ ჩემს კოლეგას, მოამბის ჟურნალისტ გივი ბარამიძეს ვესაუბრე, რომელიც სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.