მსოფლიოს ამბები - აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომი და ულტრამემარჯვენეების წარმატება ევროპაში
მსოფლიოს ამბები - აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომი და ულტრამემარჯვენეების წარმატება ევროპაში

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი ახალ ფაზაში გადავიდა. 1 ივნისიდან ძალაში შევიდა პეკინის მიერ ამერიკულ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფები. სანქციები ეხება 5400 დასახელების პროდუქტს, მათ შორის კოსმეტიკა, ყავის აპარატებს, სპორტულ ეკიპირებას, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ბრილიანტებს და ღვინოს. ჩინეთმა ეს ნაბიჯი აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ გადადგა. უფრო ადრე აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეი“, რომელსაც ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობა აუკრძალეს. ჰუავეის გარშემო არსებული დავის დეტალები მოისმინეთ ჩვენს რეპორტაჟში.

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროპა ახალი რეალობის წინაშე დადგა. წამყვანმა პარტიებმა უმრავლესობა დაკარგეს. „ევროპის სახალხო პარტიას“ და სოციალ-დემოკრატებს სხვა პარტიებთან ალიანსი დასჭირდებათ. პარალელურად დასავლეთ ევროპაში გაძლიერდნენ ულტრამემარჯვენეები. ევროპის შეცვლილი პოლიტიკური რუკის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტს პროფესორ დიმიტარ ბეჩევს ვესაუბრეთ.