მსოფლიოს ამბები - ლადო აფხაზავას წარმატება და უკრაინის პრეზიდენტობის 44 კანდიდატი
მსოფლიოს ამბები - ლადო აფხაზავას წარმატება და უკრაინის პრეზიდენტობის 44 კანდიდატი

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. 2017 წელს ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. დაჯილდოვების და ლადო აფხაზავას გამარჯვების შანსებზე ვესაუბრეთ გლობალ თიჩერ ფრაიზის დამფუძნებელ ვარკეის ფონდის“ თავმჯდომარე ვიკას პოტას.

 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეკორდული რაოდენობით – 44 კანდიდატი დარეგისტრირდა. მათ შორის 16 დეპუტატი, უსაფრთხოების სამსახური 2 ექს ხელმძღვანელი, მსახიობი კომიკოსი, გადამდგარი სპეცრაზმელი და შინაპატიმრობაში მყოფი პოლიტექნოლოგია. 31 მარტს დაგეგმილ კენჭისყრამდე, თითქმის ყველა სოციოლოგი მოქმედი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს მძაფრ დაპირისპირებას და მეორე ტურს პროგნოზირებდა, თუმცა ბოლო გამოკითხვების ლიდერი ყველასთვის გასაოცრად მსახიობი და ტელეწამყვანი ვლადიმერ ზელენსკია. უკრაინაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე და კანდიდატებზე ვესაუბრეთ უკრაინელ იურისტს და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ ვიტალი ვლასიუკს.