მსოფლიოს ამბები - კრიზისი ვენესუელაში და კორუფცია რუმინეთში
მსოფლიოს ამბები - კრიზისი ვენესუელაში და კორუფცია რუმინეთში

„ორხელისუფლებიანობა“ ვენესუელაში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მას შემდეგ რაც აშშ-მა ქვეყნის პრეზიდენტად ოპოზციის ლიდერი აღიარა. ვინ არის ხუან გუაიდო და რა მნიშვნელობა აქვს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოსთვის.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა რუმინეთი. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ევროპარლამენტში თქვა, რომ რუმინეთის პრიორიტეტებია ევროკავშირის თავდაცვის უნარიანობის ამაღლება, საზღვრების და კიბერსივრიცის დაცვა. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაფართოება უნდა გააგრძელოს და ამ კონტექსტში ახსენა „აღმოსავლეთ პარტნიორების“ პროგრამა, რომლის მონაწილე გახლავთ საქართველო. ამ საკითხებზე და ასევე რუმინეთის შიდა პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ რუმინელ პოლიტოლოგ, კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორს და რუმინეთის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ იულიან კიფუს და ასევე ბრიუსელში მცხოვრებ რუმინელ ჟურნალისტ მარია უდრესკუს.