მსოფლიოს ამბები - ოპერაცია „თავისუფლება“ ვენესუელაში და ულტრამემარჯვენეები ესტონეთში
მსოფლიოს ამბები - ოპერაცია „თავისუფლება“ ვენესუელაში და ულტრამემარჯვენეები ესტონეთში

ესტონეთი პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. გასულ კვირას ჩამოყალიბებული ახალი მინისტრთა კაბინეტი საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა დატოვა. ასევე სახეზეა დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი საპარლამენტო არჩევნების შედეგებია, რისი დამსახურებითაც ესტონეთის მთავრობაში ულტრამემარჯვენეები მოხვდნენ. ესტონეთის „კონსერვატიულ სახალხო პარტიას“ მინისტრთა კაბინეტში 5 პორტფელი ერგო. ამ პარტიის ლიდერები ღიად გამოდიოდნენ ევროკავშირის წინააღმდეგ. აკრიტიკებდნენ ლიბერალურ მიდგომას მიგრაციის მიმართ, ასევე ეწინააღმდეგებიან ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. რა არის ესტონეთში ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობის მიზეზი და ხომ არ შეცვლის ახალი მთავრობა საგარეო კურსს, ამ თემებზე ვესაუბრეთ ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარ ანა ტიიდოს.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს გადაყენების შესახებ გეგმა ჩაიშალა. ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუადომ მადუროს გარემოცვის წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა პანამაში, დომინიკის რესპუბლიკასა და კოლუმბიაში. ამერიკელი ჟურნალისტები ამტკიცებენ რომ, მადუროს გადაყენების შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა გეგმა 30 აპრილს დაუდგენელი მიზეზებით ჩაიშალა. გასულ კვირას ვენესუელაში საპროტესტო აქციები განახლდა, აქტივისტებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ლეოპოლდო ლოპესი, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ვენესუელაში ინტერვენცია არ გამორიცხა. ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტ, ქეთი თუთბერიძეს ვესაუბრეთ, რომელიც ამ თემას აქტიურად აშუქებს.