მსოფლიოს ამბები - შავი ზღვის პაკეტი / ერდოღანის მარცხი / დებატები კიევის სტადიონზე
მსოფლიოს ამბები - შავი ზღვის პაკეტი / ერდოღანის მარცხი / დებატები კიევის სტადიონზე

ნატოს 70 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ისენს სტოლტენბერგი ჩავიდა. ის კონგრესში სიტყვით გამოვიდა, რომელშიც საქართვლოს მხარდაჭერაზე ისაუბრა. აშშ-ის დედაქალაქში გაიმართა. ნატოს მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაც, რომელზეც შავი ზღვის პაკეტი მიიღეს. ეს პაკეტი საქართველოს დახმარებასაც ითვალისწინებს. აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე კეთდება. პარალელურად კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს გემებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის ერთობლივი წვრთნა გაიმართა. სწავლებას დაესწრო გადაცემა „ახალი კვირის“ გადამღები ჯგუფიც. შავი ზღვის პაკეტისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ვესაუბრეთ ჟურნალისტ გიორგი ცხვიტავას.

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი დათმო. მათ შორის არის ანკარა და სტამბოლი. საერთაშორისო მედიამ თურქეთის ოპოზიციის წარმატება ერდოღანის მარცხად შეაფასა. თავად თურქეთის პრეზიდენტმა, აივანზე ტრადიციული გამოსვლისას, განაცხადა, რომ შეცდომების გამოსწორებას ეცდება. რას ნიშნავს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის პარტიის ეს მარცხი – პოლიტოლოგ მეჰმეთ ემინ იკბალ დურეს ვესაუბრეთ.

უკრაინის არჩევნები პირველ ტურში როგორც სოციოლოგები დიდი უმრავლესობა პროგნოზირებდა შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 30 პროცენტი მიიღო და მეორე ტურში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდება. მეორე ტური 21 აპრილს უნდა გაიმართოს. მანამდე კი უკრაინელებს კიდევ ერთი შოუ ელის. ეს არის დებატები კიევის სტადიონზე. ინიციატივა ზელენსკის ეკუთვნის და პოროშენკომ თანხმობა უკვე განაცხადა. როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია მეორე ტურის წინ ვესაუბრეთ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო გლავკომის მთავარ რედაქტორს მიკოლა პიდვეზანის.