მსოფლიოს ამბები - „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ და ნაზარბაევის მოულოდნელი გადადგომა
მსოფლიოს ამბები - „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ და ნაზარბაევის მოულოდნელი გადადგომა

18 მარტიდან საქართველოს „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ს მასპინძლობს. მრავალეორვნულ სწავლებაში 24 ქვეყნის სამხედრო მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას პირველად ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალები. რა მიზნებს ისახავს სწავლება და რა ტიპის კრიზისებზე რეაგირებას ეუფლებიან ნატო-ს და ქართველი ჯარისკაცები, ამ თემაზე ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთერუს გენერალ ლეიტენანტ ჯონ ტომპსონს ვესაუბრეთ.

თითქმის 30 წლიანი მმართველის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას 1990-ი წლიდან მართვდა. მან ხუთჯერ გაიმარჯვა არჩევნებში. ნაზარბაევის წასვლა მსოფლიოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი ადგილი კანონმდებლობის თანახმად სენატის თავმჯდომარემ კასიმ ჟომარ ტოკაევმა დაიკავა. ის ყაზახეთის პრეზიდეტის პოსტ მორიგ არჩევნებმადე დაიკავებს, რომელიც 2020 წელს უნდა გაიმართოს. ნაზარბაევის შემცვლელის პირველი გადაწყვეტილებით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაარქვეს და ნურსულთანი უწოდეს. ყაზახეთის პრეზიდენტის წასვლის მიზეზებზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე ვესაუბრეთ ყაზახ დიპლომატს და დამოუკიდებელ პოლიტოლოგ კაზბეკ ბეისებაევს.