მსოფლიოს ამბები - პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში და აშშ - თურქეთის დავა
მსოფლიოს ამბები - პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში და აშშ - თურქეთის დავა

მოლდოვას უკვე ერთ კვირაზე მეტია ორი მთავრობა ჰყავს. ერთი, რომელიც 8 ივნისს ჩამოყალიბებულმა ახალმა მმართველმა კოალიციამ დანიშნა და მეორე, ყოფილი მთავრობა, რომელიც ახალს არ აღიარებს და მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერით ამ დრომდე აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ.მოლდოვის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს ალექსეი ტულბურეს, რომელიც წარსულში მოლდოვის მუდმივი წარმომადგენელი იყო გაეროსა და ევროსაბჭოშიც.

 

თურქეთმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვითი საზენიტო კომპლექსი ეს-400-ები შეიძინა. შეიარაღებას თურქეთში ივლისში ჩაიტანენ. მანამდე ნატომ და აშშ-მა ანკარას მოუწოდეს უარი თქვან მოსკოვთან გარიგებაზე. ვაშინგტონი დაიმუქრა, რომ თურქეთი უახლესი ამერიკული გამანადგურებელ ეფ-35-ის წარმოებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს და ამ ტექნიკის შეძენას ვერ შეძლებს. ამ თემაზე ვესაუბრეთ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელ ნოდარ ხარშილაძეს.