თურქეთში აცხადებენ, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ დაბლოკონ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება. ანკარადან ეს განცხადებები მაშინ ისმის, როდესაც ნატო შვედეთისა და ფინეთის მისაღებად ოფიციალური ოქმის გასაფორმებლად ემზადება. ხელმოწერის ცერემონიალი 5 ივლისს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის ნატოში მიღებას თურქეთი რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგებოდა. ეს არის თურქეთისთვის დაწესებული ემბარგო იარაღზე და ასევე ქურთული ორგანიზაციების და ერდოღანის ოპონენტ ფეტჰულა გიულენის მხარდამჭერების საკითხი.
ამ მიზეზებსა და თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის 10 პუნქტიანი შეთანხმების დეტალებზე ვესაუბრეთ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოს შოთა თხელიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: