მსოფლიოს ამბები - ბელარუსის არჩევნები და რუსი მებრძოლები
მსოფლიოს ამბები - ბელარუსის არჩევნები და რუსი მებრძოლები

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებმადე 8 დღე რჩება და ქვეყანაში ახალი სკანდალი აგორდა. დაკავებულია რუსეთის 30-ზე მეტი მოქალაქე. საუბარია რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებზე. მათ ბრალი მასობრივი არეულობის მომზადებაში ედებათ. ასევე დაკავებულია რუსი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი, რომლესაც სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ფონზე ბელარუსში ოპოზიციის მრავალრიცხოვანი გამოსვლები არ წყდება. ერთ-ერთ კანდიდატის, დაკავებული ბლოგერის სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერ მიტინგზე 60 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე ვესაუბრეთ ბელარუსის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსს სერგეი მოჟეიკოს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: