მსოფლიოს ამბები - პოლიტიკური კრიზისი ბელარუსში და ლიბანში
მსოფლიოს ამბები - პოლიტიკური კრიზისი ბელარუსში და ლიბანში
  • ბეირუთის პორტში ძლიერ აფეთქებას, რომელსაც 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებმა ხელისუფლება კორუფციაში და სამსახურებრივ გულგრილობაში დაადანაშაულეს. მათი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 11 აგვისტოს ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. კვირის ბოლოს  ცნობილი გახდა, რომ აფეთქების მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიებაში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთვება. ლიბანში არსებულ ვითარებას მიმოვიხილავთ აღმოსაველთმცოდნე სიმონ გურეშიძესთან ერთად.

 

  • ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ხმების გადათვლას ან განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვენ. 13 აგვისტოს მათ შეუერთდნენ სხვადასხვა საწარმოს გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც მთავრობას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, მიტინგების დროს პოლიციამ დააკავა 6000-ზე მეტი ადამიანი. სამართალდამცავები ხისტად მოქმედებდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი. სულ მცირე 150 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. მათი უმრავლესობა ნაცემია. მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ში. ევროკავშირი კი, ძალადობაში ბრალდებულებს სანქციებით დაემუქრა. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ცესკო-ს ოფიციალური შედეგების მიხედვით მეექსვედ აირჩიეს ქვეყნის ლიდერად, აცხადებს, რომ აქციებს საზღვარგარეთიდან მართავენ. მისი მთავარი კონკურენტი სვეტლანა ციხანოვსკაია მუქარის ფონზე მეზობელ ლიეტუვაში გაიხიზნა. თავის მიმართვაში მან ხელისუფლებას ძალაუფლების გადაცემაზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ბელარუსში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ პოლიტიკურ მიმომხილველ პავლიუკ ბკოვსკის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: