მსოფლიოს ამბები - 12 წელი აგვისტოს ომიდან და არჩევნები უკრაინაში
მსოფლიოს ამბები - 12 წელი აგვისტოს ომიდან და არჩევნები უკრაინაში

რუსეთ საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ამ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს როგორც ევროპაში, ისე აშშ-შიც. საქართველოს პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. 12 წლის წინ, აგვიტოს ომის ცხელ ფაზაში, საქართველოში იმყოფებოდა 5 ქვეყნის პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, უკრაინის და ესტონეთის ლიდერები. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს.

დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ უკვე ხვალიდან ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყოს. ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა კი ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ „არეულობის შემთხვევაში ძალას გამოიყენებს“. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბელარუსში არაერთი ოპოზიციონერი დააკავეს. მათ შორის ბლოგერი სერგეი ციხანოვსკი და რუსული გაზპრომბანკის ბელარუსის ფილიალის მმართველი ვიქტორ ბაბარიკო კიდევ ერთი პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი ვალერი ცეპკალო სამშობლოდან გაიხიზნა. ალექსანდრ ლუკაშენეკოს მმართველობით უკმაყოფილო მოქალაქეები, ახლა პატიმრობაში მყოფი ბლოგერის მეუღლის, სვეტალანა ციხანოვსკაიას გარშემო არიან გაერთიანებულები. ბელარუსში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ „მინსკის დიალოგის“ საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს დირექტორი ევგენი პრიგერმანს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: