20 წლის შემდეგ მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა. თალიბები აცხადებენ, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესი უკვე დაწყებულია. პარალელურად, ქაბულის აეროპორტს ამერიკელი, ბრიტანელი და თურქი სამხედროები აკონტროლებენ და ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების ნაწილი ევაკუაციას აგრძელებენ. თავდაპირველად ევაკუაციის პროცესი ქაოსური იყო. მსოფლიო მედიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ მიზდევენ ავღანეთის მოქალაქეების თვითმფრინავს და ყველა ხერხით ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევას. ქაოსის შედეგად არიან დაღუპულები. ვრცელდება ცნობა რომ რამდენიმე ადამიანი აფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა. მათ შორის ერთ-ერთი არის 19 წლის ავღანელი ფეხბურთელი. საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს თალიბანს ყველა მსურველს მისცეს უფლება დატოვოს ავღანეთი. ავღანეთში არსებულ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორ, ლუკ კოფის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: