მსოფლიოს ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკება სოჭში I 31.10.2022
სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა იმართება. მოლაპარაკებების მთავარი თემა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხია.
როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც ჯერ კიდევ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით გაიმართა, განაცხადეს, რომ შეთანხმების გაფორმება წლის ბოლომდე სურთ.
მთავარი სადავო საკითხი მთიანი ყარაბაღის სამომავლო სტატუსია.
ამ თემებზე ვესაუბრებით ერევანში რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ჯონი მელიქიანს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: