რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ უკრაინის ოთხი ოლქის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ, შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაცია გამოიწვიოს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ თუ რუსეთს საფრთხე დაემუქრება, მას შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
აშშ და ნატო აფრთხილებს მოსკოვს, რომ ასეთ ნაბიჯს საპასუხო ზომები მოჰყვება.
ბირთვული ომის საფრთხეზე ვესაუბრეთ ვაშინგტონში მდებარე შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორს დერილ კიმპბელს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: