ევროპის რეგიონში და გლობალურადაც კოვიდ-19-ის ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო კვირების განმავლობაში მატულობს. განსაკუთრებით რთული ვითარება ინდონეზიაში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 50 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მატულობს ევროპაშიც. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყენაში უკვე გამოვლინდა კორონავირუსის ე.წ. დელტა ვარიანტის შემთხვევებიც. ჩვენს ქვეყენაში და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, ვაქცინების ეფექტურობაზე ვესაუბრეთ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელ, სილვიუ დომენტეს. ინტერვიუს დროს ჩვენ ასევე დავინტერესდით ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას ეხება.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: