მსოფლიოს ამბები - ნატო-საქართველოს სწვალება, რუსეთის მუქარა და გაჭიანურებული „ბრექსითი“
29 მარტს „ბრექსითი“ სავარაუდოდ არ შედგება. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო. თუმცა, როდემდე შეიძლება გაჭიანურდეს პროცესი ჯერ უცნობი რჩება. ახლა ბურთი კვლავ ევროკავშირის მოეადანზეა, რომელიც ლონდონისგან „ბრექსითის“ გახანგრძლივების მიზეზების დასახელებას ითხოვს. როგორი განწყობა აქვთ დიდი ბრიტანეთში „ბრექსითის“ გაჭიანურიების მიმართ, ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში მცხორვებ თამარ კარელიძეს ვესაუბრეთ.
18 მარტს საქართველოში „ნატო-საქართველოს სწავლება იწყება. მრავალეროვნული სწავლება 10 დღეს გაგრძელდება. ამ ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან საქართველოს მიმართ ტრადიციული მუქარანარევი განცხადებები გაისმა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე, აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოში ვიზიტად მყოფ, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელს უკრაინაში. კურტ ვოლკერს ვესაუბრეთ.