ნატოს სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა. ალიანსი 2 ახალ წევრს მიიღებს. ესენია ფინეთი და შევდეთი. თურქეთმა ბოლო მომენტში მოხსნა ვეტო და მხარი დაუჭირა ორივე ქვეყნის ჩრდილოატალანტიკულ ალიანსში შესვლას.
შეთანხმების მიხედვით, სანაცვლოდ ფინეთი და შვედეთი შეწყვეტენ სირიაში მოქმედი ქურთული შენაერთების მხარდაჭერას და უარს იტყვიან ასევე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ოპონენტ ფეტჰულა გიულენის მხადამჭერების დახმარებაზე. ასევე მოხსნიან თურქეთისთვის დაწესებულ იარაღის ემბარგოს.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ნატომ მიიღო არის აღმოსაველთ ფლანგის გაძლიერება, რაც დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწეყებულ ომთან.
ნატო დაახლოებით 300 000 სამხედროს განათავსებს აღმოსაველთ ფალნგზე. აღსანიშნავაი, რომ მანამდე ესტონეთის პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა გააკრიტიკა ნატოს თავდაცვითი გეგმა და განაცხადა, რომ ამ გეგმაში რუსეთის მიერ ბალტიისპირეთის 180 დღით ოკუპაცია მოვლენების განვითარების დაშვებულ სცენარად განიხილება.
ესტონეთის პრემიერის თქმით, ასეთი გეგმა არ არის მისაღები, რადგან უკრაინაში რუსეთი ომი აჩვენებს, რომ მსგავსი მოვლენების ესტონეთში განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა 180 დღეში რუსეთმა ეს ქვეყანა საერთოდ წაშალოს რუკიდან.
ამ საკითხებზე ვილნიუსში ვესაუბრეთ ლინას კოალას აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის დირექტორს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: