მსოფლიოს ამბები - მეორე ტური უკრაინაში, რუსეთ-ბელარუსის დავა და ხანძარი ღვთისმშობლის ტაძარში
მსოფლიოს ამბები - მეორე ტური უკრაინაში, რუსეთ-ბელარუსის დავა და ხანძარი ღვთისმშობლის ტაძარში

ცეცხლში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოებმა და ვიდეოებმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რამდენად დაუცველია კულტურული და ისტორიული ძეგლები. საბედნიეროდ ხანძრის შედეგად ულამაზესი გოთიკური ტაძრის ძირითადი სტრუქტურის გადარჩენა მოხერხდა. ამ თემაზე ვესაუბრეთ საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ექსპერტს ალან ნედამს.

რუსეთის პრემეირ მინისტრმა დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვმა ბელარუსს ინტეგრაციის შესახებ წინადადება გადაუგზავნა. მისივე თქმით, ახლა უკვე ბელორუსმა უნდა განსაზღვროს რა აწყობს და რა არა. ბელარუსის რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები შარშან გააქტიურდა. ამ თემაზე ვესაუბრეთ ბელარუს ჟურნალისტსა და მიმომხილველს არტიომ შრაიბმანს.