მთიანია ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 5 თვის შემდეგ სომხეთსა და აზერბიჯანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სტუმრობს. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა უკვე გამართა შეხვედრები ერევანში. ლავროვის ვიზიტის ფონს ქმნის დაძაბულობა სომხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სიუნიქის რეგიონში, სადაც მოსკოვის, ბაქოსა და ერევნის მიერ 11 იანვარს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით უნდა გაიაროს სატრანსპორტო დერეფანმა, რომელმაც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანთან უნდა დააკავშიროს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ე.წ. ზანგეზურის დერეფანი არ გაიხსნება, მაშინ ბაქო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. ამის საპასუხოდ რუსეთმა სიუნიქის რეგიონში 102 სამხედრო ბაზის ორი სამეთვალყურეო საგუშაგო დაამატა და ერევანს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მისცა. ამ თემაზე ვესაუბრეთ ერევანში მდებარე რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი, ჯონი მელიქიანი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: