მსოფლიოს ამბები - ინტერვიუ მარიუპოლის მერთან
მსოფლიოს ამბები - ინტერვიუ მარიუპოლის მერთან

უკრაინელების წინააღდმეგობის სიმბოლოდ ქცეულ, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა „აზოვსტალიდან“, უკრაინელი სამხედროების გამოსვლის პროცესი გრძელდება.

უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ასევე უშუალოდ რუსეთშიც გადაჰყავთ.

რუსული მედიისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სავარაუდოდ, „აზოვსტალის“ ტერიტორია 1700-ზე მეტმა სამხედრომ დატოვა. მათ შორის არ არიან სამხედრო მეთაურები.

ამასთან უკრაინის ხელისუფლება უარს ამბობს დაასახელოს ქარხნის ტერიტორიიდან გამოსული მებრძოლების რაოდენობა და ამტკიცებს, რომ პროცესი მაშინ დასრულდება, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცებს რუს ტყვეებში გაცვლიან და სამშობლოში დააბრუნებენ.

რუსი პოლტიკოსების ნაწილი კი უკვე ითხოვს, რომ უკრაინელები გასამართლდნენ. მარიუპოლში არსებული მდგომაროების შესახებ ვესაუბრეთ ქალქის მერს ვადიმ ბოიჩენკოს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: