გერმანიას რამდენიმე დღეში ახალი მთავრობა ეყოლება. კოალიციური შეთანხმება შედგა სოციალ დემოკრატებს, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის. ეს ნიშნავს, რომ ახალ მთავრობაში ანგელა მერკელის პარტიის წევრები აღარ იქნებიან.
წინასაწარი შეთანხმების მიხედვით, გერმანიის კანცლერი სოციალ დემოკრატი ოლაფ შოლცი იქნება, საგარეო უწყებას კი მწვანეთა პარტიის ლიდერი ანალენა ბერბოკი უხელმძრანელებს.
კოალიციურ შეთანხმებაში გერმანიის მთავრობის სამომავლო გეგმებზეა საუბარი. განსაკუთარებით საინტერესოა ხედვა, რომელიც ბერლინს ექნება ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით.
სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ ბერლინში მდებარე გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტის მკვლევარ მინა ოლენდერს.
გერმანიის ახალი მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვა საინტერესო საკითხებზე ასევე ისაუბრებს საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსი შოთიკო თხელიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: