მსოფლიოს ამბები - „ევროპარლამენტის არჩევნები და ბრძოლა ექსტრემიზმთან ინტერნეტში“
ევროპარლამენტის არჩვენებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ევროდეპუტატების ასარჩევად კენჭისყრა 23 მაისიდან 26 მაისამდე გაიმართება. წინასაარჩვენო პერიოდში დებატები მთავრი თემები „ბრექსითი“, მიგრაცია და ულტრამემარჯვენე პარტიების აღზევება იყო. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი“ ევროპის ყველაზე ძლიერი და გავლენიანია პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპის სახალხო პარტიიდან“ დროებით გააძევეს. ამის მიზეზი უნგრეთის პრემირი მინისტრის მხრიდან ევროკავშირის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გახდა. საპასუხოდ ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მმართველ წრეების წარმომადგენლებმა რეალობასთან კავშირი დაკარგეს. მედია უნგრეთის პრემიერ მინისტრისა და ულტრამემარჯვენე პარტიების შესაძლო ალიანსზეც ალაპარაკდა. როგორ შეიძლება დასრულდეს ევროპარლამენტის არჩევნები, რისთვის დასაჯეს ვიქტორ ორბანი. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ უნგრელ ეკონომისტს კალმან მიჟეის, რომელიც წარსულში უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიას ხელმძღვანელობდა.
გასულ კვირას ტექნოლოგიური კომპანიები ინტერნეტში ექსტრემიზმთან ერთობლივად ბრძოლაზე შეთანხმდნენ. „გუგლის“, „ფეისბუქის“, „ტვიტერისა“ და „იუთუბის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ექსტრემისტული შინაარსის მასალა მათ პლატფორმებზე აღარ მოხვდეს. გლობალურ ქსელში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას მხარი დაუჭირა 17-მა ქვეყანამ. მათ შორის საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ახალმა ზელანდიამ, ინდოეთმა, იაპონიამ და ასევე ევროკომისიამ. ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახლა ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდასხმა ულტრამემარჯვენე ბორტმოქმედმა ფეისბუქით აჩვენა. ვიდეო წაშლა ფესიბუქმა 17 წუთის განმავლობაში ვერ მოახერხა. ამასთან ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მილიონობით ადამიანმა ნახა. რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა ექსტრემისტულ მასალასთან ინტერნეტში და რა ზომები შეიძლება მიიღონ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა. ამის შესახებ ვესაუბრეთ „ექსტრემიზმთან ბრძოლის პროექტის“ მათავარ მრჩეველს, კალიფორნიაში მდებარე, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორ ჰანი ფარადის.