თურქეთი კლვავ უარს აცხადებს, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე. ამის მიზეზად რეჯეფ ტაეფ ერდოღანი ამ ორი ქვეყნის მხრიდან თურქეთისთვის იარაღის ექსპორტზე დაწესებულ ემბარგოს, ქურთ მუშათა პარტიის წევრების და ასევე თურქი ოპოზიციონერი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერების მფარველობას ასახელებს.
თურქეთთან უთანხმოების მოგვარებას სტოკჰოლმი და ჰელსინკი უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობს. დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩაერთო ნატოს გენერალური მდივანიც, რომელიც გუშინ იმყოფებოდა ჰელსინკში, დღეს კი უკვე სტოკჰოლმს სტუმრობს.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ წამოყენებული საკითხები მოკავშირეებმა მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყვიტონ, თუმცა როგორც ჩანს, მათი გადაჭრა მადრიდის სამიტამდე ვერ მოხერხდება.
პარალელურად თურქეთი კვლავაც აცხადებს, რომ აპირებს სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს, რათა თურქეთ-სიირიის მოსაზღვრე რაიონები ტერორისტებისგან გაწმინდოს.
ამ თემაზე ვესაუბრებით საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსს შოთა თხელიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: