მსოფლიოს ამბები - აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
მსოფლიოს ამბები - აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

აშშ-ი, ევროკავშირი და ეუთო აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაში საქართველოს როლზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, როგორც აშშ-ის სახელმწფო დეპარტამენტმა, ისე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მაქს ლინდერმა. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები მიესალმნენ საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციას და მოლაპარაკებათა პროცესში შეტანილ წვლილს. ამასთან, როგორც ცნობილია, სომხეთის მოქალაქეების გათავისუფლების შემდეგ, ერევანმა ბაქოს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება სომხეთში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე იყო მიღწეული. ამ თემაზე ვესაუბრეთ ერევანში მდებარე რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელს, ჯონი მელიქიანს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: