მსოფლიოს ამბები - ახალი ტექნოლოგიები და ეკონომიკა პანდემიის დროს
მსოფლიოს ამბები - ახალი ტექნოლოგიები და ეკონომიკა პანდემიის დროს

კორონავირუსის პანდემიის დროს რამდენიმე ქვეყანამ ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების გადაადგილების კონტროლის სისტემა დანერგა. ასეთი სისტემა ამოქმედდა სინგაპურში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში. ახლა, როდესაც პანდემიის ეპიცენტრი ევროპაა, ანალოგიური მეთოდების გამოყენებაზე მსჯელობა დაწყებულია საფრანგეთსა და გერმანიაშიც. სულ ცოტა ხნის წინ ინფიცირებულთა გადაადგილების გასაკონტროლებლად ერთბლივი ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ განაცხადა კომპანია „ეფლმა“ და „გუგლმა“. თუმცა, ხშირ შემთხვევში, სადავო საგანს წარმოადგენს მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რომელთან წვდომასაც კანონი კრძალავს. ამ თემაზე ვესაუბრეთ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელ დავით ერისთავს.

პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა რეცესიაშია. შესაბამისი განცხადება არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა. როგროც ამბობენ, კორონავიურსმა მსოფლიო ეკონომიკა, შესაძლოა 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე მეტადაც კი დააზარალოს. მსოფლიოში უმუშევართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, მცირდება ვაჭრობა, კომპანიების ნაწილი მუშაობას აჩერებს, მძიმე მდგომარეობაშია ტურიზმი, ავიაკომპანიები კოლოსალურ ზარალს განიცდიან. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ მსოლფიო ეკონომიკის ზარალმა შესაძლოა 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს. ამ ფონზე განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ ეკონომიკის სტიმულირების მრავალმილიარდიანი პაკეტები შეიმუშავეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი კი უკვე ალაპარაკდნენ ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდაზე შეღავათების დაწესების აუცილებლობაზეც. ამ თემაზე ვესაუბრეთ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვან ეკონომისტს გიორგი პაპავას.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: