მსოფლიოს ამბები - პანდემიის შედეგები
მსოფლიოს ამბები - პანდემიის შედეგები

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და სამკურნალო მეთოდებზე მუშაობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. დაწყებულია რამდენიმე ვაქცინის კლინიკური გამოცდა. აქტიურად მიმდინარეობს კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატების გამოცდაც. ამ თემაზე მუშაობდა გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებულია. ევროპის სახელმწიფოების დიდ ნაწილში საგანგებო მდგომაროება და კარანტინია გამოცხადებული. ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-შიც. ცხადია პანდემია აისახა უცხო ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებზე. ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ. ნიუ-იორკიდან ისაუბრებს ანა სიდამონიძე და ზურა ზურაბიშვილი, გერმანიის ქალაქ ბონიდან სალომე თეთრაძე და შვედეთიდან ანა ნონიკაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: