მსოფლიოს ამბები - კორონავირუსის პანდემია და ყალბი ამბები
მსოფლიოს ამბები - კორონავირუსის პანდემია და ყალბი ამბები
  • კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების პარალელურად, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ზოგიერთი ვაქცინის კლინიკური გამოცდა უკვე დაწყებულია. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს წარმოუდგენელი მიღწევაა, რაც ჩინეთის მხრიდან ვირუსის გენომის გაზიარების გამო მოხერხდა. აშშ-ში ვაქცინის გამოცდა უკვე დაიწყო ადამიანებზე. ამ პროცესში 20 ათასი მოხალისე მონაწილეობს. ასევე გრძელდება ახალი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებების გამოცდა და თავად ვირუსის ბუნების კვლევაც. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ჩემს კოლეგას, პირველი არხის ვებ-გვერდზე მეცნიერების რუბრიკის ჟურნალისტს მიხეილ ჭაბუკაშვილს.
  • კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალურ ქსელებში არაერთი ყალბი ახალი ამბავი ვრცელდება. ე.წ. მითებს და უსარგებლო რჩევებს შემდეგ მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ და შესაბამისად ის უფრო ფართოდ ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ სიცრუის, შიშის და სტიგმის გავრცელება ხშირად თავად ვირუსზე უფრო სახიფათოა. 20 მარტს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებისგან თავშეკავება უცხო ქვეყნის მთავრობებისგან მოითხოვა. მაიკ პომპეომ კერძოდ დაასახელა რუსეთი, ირანი და ჩინეთი. კორონავირუსის გარშემო სოციალურ ქსელებში აგორებული კამპანიის შესახებ ვესაუბრეთ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარ ეთო ბუზიაშვილს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: