მსოფლიოს ამბები - კორონავირუსი და თურქეთ-რუსეთის ზავი
მსოფლიოს ამბები - კორონავირუსი და თურქეთ-რუსეთის ზავი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში გაიზარდა. ვირუსის გავრცელებიდან სამ თვეში მსოფლიოში „კოვიდ-19“ სულ 100 000 ათასზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს. შემთხვევათა უმეტესობა ჩინეთშია აღრიცხული. ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 ათასს აღწევს. ჩინეთის გარდა რთული ვითარება არის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში. გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა საქართველოშიც. კორონავირუსის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელ სილვიო დომენტეს.

რუსეთის და თურქეთი სირიაში მორიგ სამშვიდობო ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, სირიის პროვინცია იდლიბში რუსეთის ავიაციის იერიშების შეწყვეტას და თურქეთის სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ შეჩერებას ითვალისწინებს. მიუხედავად, ამის თურქი სამხედროები რეგიონში რჩებიან. მოსკოვისა და ანკარას ზავის პირობებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ე.წ. გამყოფ ხაზად განისაზღვრა სტრატეგიული ავტომაგისტრალი ემ-4. ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია უსაფრთხო დერეფნის მოწყობა, რომლის პერიმეტრზე რუსეთის და თურქეთის სამხედრო უწყებები 7 დღის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ავტომაგისტრალ ემ-4-ის გასწვრივ უნდა დაიწყოს რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრულირება. თურქეთ-რუსეთის ზავსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ რუს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: