მსოფლიოს ამბები - პუტინი 2024 წლის შემდეგ
მსოფლიოს ამბები - პუტინი 2024 წლის შემდეგ
  • 15 იანვარს რუსეთის პრეზიდენმა ფედერალურ კრებას მიმართა და ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციტივით გამოვიდა. ამის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის მთავრობა, რომელსაც დიმიტრი მედვედევი ხელძღვანელობდა, სრული შემადგენლობით გადადგა. პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე წარადგინეს რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი, რომელიც რუსეთის მთავრობის მეთაურად დუმის წევრებმა უკვე დაამტკიცეს. დიმიტრი მედვედევი კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს. მსოფლიო მედიაში პუტინის ეს გადაწყვეტილებები, 2024 წლის შემდგომი პერიოდისთვის სამზადისს დაუკავშირეს. რუსეთში მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებსა და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე პირველი არხის ანალიტიკოსს რეზი ქოიავას ვესაუბრეთ.

 

  • ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ისტორიული განშორება 31 იანვარს შედგება. გაერთიანებულ სამეფოში ამ დღეს პომპეზურად აღნიშნავენ. პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის ინიციატივით. დაუნინგ სთრითის კედელზე საათს გამოსახავენ და ბრიტანელი ევროკავშირიდან გასვლამდე ბოლო წამებს ერთად დაითვლიან. საგანგებოდ ამ დღეს გაიმართება მთავრობის სხდომა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი მოსახლეობას მიმართავს. პარლამენტის შენობასთან კი გაერთიანებული სამეფოს დროშას გამოფენენ. ბრიუსელში ბრექსითის დღეს, ევროპარლამენტის შენობასთან აღმართულ დიდი ბრიტანეთის დროშას დაუშვებენ. ამ დროშას ევროპის ისტორიის მუზეუმში გადაიტანენ. „ბრექსითს“ წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლპარაკებები და ცხარე დებატები როგორც ევროკავშირში, ისე დიდი ბრიტანეთშიც. ბრიუსელმა და ლონდონის შეთანხმების რატიფიცირება გაერთიანებული სამეფო პარლამენტმა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართა და უმრავლესობა კონსერვატორებმა მოიპოვეს. დიდი ბრიტანეთში ჩატარებული არჩევნებისა და ბრექსითის შედეგებზე, ვესაუბრეთ კვლევითი ცენტრის „დიდი ბრიტანეთი ცვალებად ევროპაში“ მკვლევარ მეთ ბევინგტონს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: