მსოფლიოს ამბები - გლობალური ბრძოლა პანდემიასთან
მსოფლიოს ამბები - გლობალური ბრძოლა პანდემიასთან
  • კორონავირუსის კოვიდ-19 ის შემდეგ მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვალა. გაუქმდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მსოფლიო ლიდერების სამიტები და შეხვედრები ინტერნეტით იმართება. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. მოქალაქეებს გარეთ გასვლას უკრძალავენ. ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-შიც. ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაცია სოციალური დისტანციის შენარჩუნებასთან ერთად, ინფიცირებულთა და მათი კონტაქტების გამოვლენის და ტესტების ჩატარების რეკომენდაციას იძლევა. რამდენად ეფექტურია მსოფლიოს მიერ კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები და რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ, რატომ გახდა ეპიდემიის ეპიცენტრი იტალია. ამ თემების შესახებ ვესაუბრეთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის მეცნიერებისა და უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარ კლერ სტენდლის.
  • მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაუფასურებას განაგრძობს. გასულ კვირას, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი რიგ შემთხვევაში 25 დოლარზე ნაკლები ღირდა. ამ ფონზე ნავთობის მსხვილი ექსპორტიორები მათ შორის რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. ამ თემაზე ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე პრეზიდენტ, ეკონომიკის დოქტორ ნიკა შენგელიას.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: