11 იანვარს კრემლში გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა. პუტინი, ალიევი და ფაშინიანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეჩერების შემდეგ პირველად შეხვდნენ პირისპირ. რუსეთის დედაქალაქში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მათ ხელი მოაწერს განცხადებას, რომელშიც ყარაბაღში სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაა გაწერილი. კერძოდ საუბარია საავტომობილო გზისა და რკინიგზის აღდგენა/გაყვანაზე. როგორც ალიევმა განაცხადა, სომხეთი აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება რუსეთს და ირანს, ხოლო აზერბაიჯანი სომხეთის გავლით დაუკავშირდება თურქეთს. ამასთან ჯერ კვლავ გაურკვეველი რჩება რუსი სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხი. ამ თემაზე ვესაუბრეთ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგ აჰმად ალილის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: