მსოფლიოს ამბები - საფრანგეთის პრეზიდენტი ნატოს აკრიტიკებს
მსოფლიოს ამბები - საფრანგეთის პრეზიდენტი ნატოს აკრიტიკებს

„ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის, ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალები სჭირდება“ – ეს განცხადება ბრიტანულ ეკონომისტთან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა. ამას გარდა საფრანგეთის ლიდერმა თქვა, რომ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების მომხრეა, თუმცა ამას დრო დასჭირდება. მაკრონის ინტერვიუმ ევროპაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. გერმანიის კანცლერმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებას არ ეთანხმება. ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ პოლონელ ჟურნალისტ ვოიჩეკ პშიბილსკი, რომელიც გამოცემა ვიშეგრად ინსაითის“ რედაქტორი გახლავთ.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, ეს ფორუმი მერვედ იმართება და მას 2000-მდე ადამიანი ესწრება. მათ შორის არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, გადაცემა ახალი კვირის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე, რომელიც ახლა სტრასბურგიდან ისაუბრებს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: