მსოფლიოს ამბები - „შტაინმაერის ფორმულა“
მსოფლიოს ამბები - „შტაინმაერის ფორმულა“

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არჩევნების ჩატარებისა და დონეცკისა და ლუგანსკის ზოგიერთი რაიონისთვის „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭების პირობებზე დავა გრძელდება. ვნებათაღელვას იწვევს ფორმულა, რომელიც გერმანიის პრეზიდენტმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შეიმუშავა. როგორც 2 ოქტომბერს გახდა ცნობილი, უკრაინა ამ ფორმულის შესრულებას წერილობით დათანხმდა, რასაც კიევსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მომიტინგეებმა უკრაინის ხელისუფლებას კაპიტულაციასა და დონბასის რუსეთისთვის გადაცემაში დასდეს ბრალი. რას ითვალისწინებს „შტაინმაიერის ფორმულა“ და რატომ არის ის სადავო. საქართველოს პირველი არხი ესაუბრა ბერლინის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორს, პროფესორ გვენდოლინ სასესს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან ერთი წელი გადის, თუმცა ჯერ ის კონსტანტინოპოლის ეკლესიის გარდა, არც ერთ სხვა ეკლესიას არ უღიარებია. რუსეთის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლას და პროპაგანდას, რაც პროცესს ხელს უშლის, დაემატა შიდა დავა კიევის ყოფილ პატრიარქ ფილარეტთანაც. ჩვენ ვიმყოფებოდით კიევში, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ჩაგვეწერა ინტერვიუ უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტთან.

  

დატოვე კომენტარი