მსოფლიოს ამბები - ტრამპის იმპიჩმენტი და იაკუტელი „შამანი“
მსოფლიოს ამბები - ტრამპის იმპიჩმენტი და იაკუტელი „შამანი“

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გასაჯაროების შემდეგ, „დემოკრატების“ ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში, ნენსი პელოსიმ მზადყოფნა გამოთქვა ოფიციალურად დაიწყოს აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. შეგახსენებთ, რომ სტენგორამის მიხედვით უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ზელენსკისგან 2020 წლის არჩევნებზე მის შესაძლო კონკურენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა. დემოკრატები ამბობენ რომ ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. პირველი ვინც დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენების მისაცემად უკვე დაიბარეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოა. დემოკრატი კონგრესმენები სახელმწიფო მდივნისგან, უკრაინელებთან კომუნიკაციის დოკუმენტაციას ითხოვს. აშშ-ში აგორებულ სკანდალზე და იმპიჩმენტის პროცესზე ვესაუბრეთ ამერიკელ დამოუკიდებელ ავტორის სტივენ ტირის, რომელიც ტრამპის ამომრჩეველი გახლავთ და ასევე ორგანიზაცია თერნაუთ ნეიშენის დამფუძნებელს და საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელ მარკ მალენს, რომელიც ტრამპს აკრიტიკებს.

თვითგამოცხადებული „შამანი“, რომელიც მოსკოვში მიდის და „პუტინის განდევნას აპირებს“ – ეს გახლავთ ალექსანდრ გაბიშევი, რომელმაც არაერთი მედიასაშუალების ყურადღება მიიქცია. იაკუტელი გაბიშვები მარტიდან მოყოლებული, რაზმთან ერთად მიემართებოდა მოსკოვისკენ და მისი მსვლელობა სოციალური ქსელების არაერთმა ადამიანმა ნახა. გხადაგზა „შამანის“ რაზმში მხარდამჭერთა რიცხვი იზრდებოდა. 19 სექტემბერს, ირკუტსკის საზღვართან გაბიშვები 40-მა შეიარაღებული სამართალდამცავმა დააკავა და იაკუტიაში დააბრუნა. მას ექსტრემიზმში ადანაშაულებენ. შამანს გამოექომაგა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ემნესთი ინთერნეშენელი, რომელმაც გაბიშევს „სინდისის პატიმარი“ უწოდა. იაკუტელი შამანს მის დაკავებამდე შეხვდა ტელეკომპანია ბიბისის კორესპონდენტი ოლეგ ბოლდირევი, რომელსაც ჩვენ დავუკავშირდით.

ოლეგ ბოლდირევი