ღია სტუდია - გლობალური ცვლილებები და საქართველო I 06.10.2022
ღია სტუდია - გლობალური ცვლილებები და საქართველო I 06.10.2022

პრაღაში დღეს და ხვალ ევროპის 44 სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა. ხვალ იქ ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, რომელზეც უკრაინაში ომის საკითხი და რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციები იქნება განხილული. დღეს კი შედგება პირველი შეხვედრა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ ფარგლებში.

„ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის ეკუთვნის. ინიციატივა ახალ პოლიტიკურ ალიანსში ევროკავშირის წევრი და არაწევრი ყველა იმ ევროპული ქვეყნის გაერთიანებას ითვალისწინებს, რომლებიც საერთო ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ.

„დასავლეთი ცდილობს ახალი უსაფრთხოების სისტემების შექმნას. ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივის განხილვა ასე მოკლე დროში მოხდა, ამის ნიშანია“, – თვლის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით ბრაგვაძე.

მისივე განცხადებით, აუცილებელია, საქართველომ საკუთარი ადგილი დაინახოს სწრაფად ცვალებად სამყაროში თავისი აქტიური საგარეო პოლიტიკით, რისი ნიშანიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: