ღია სტუდია - თორნიკე შარაშენიძე: გახარიას გადადგომით პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება
ღია სტუდია - თორნიკე შარაშენიძე: გახარიას გადადგომით პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება

ხუთშაბათს დილით გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მოულოდენლად დანიშნულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ქართული ოცნების გუნდთან ნიკა მელიასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა.
გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ მისი გადადგომა ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რაც, მისივე აზრით, ქვეყნის განვითარების და ყველა სახის კრიზისთან გამკლავების ყველაზე დიდი რისკია.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძის მოსაზრებით, გახარიას გადადგომის შემდედ, პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდება. მისი თქმით, თუ არჩენების შემდეგ ქუჩაში გასულმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო ხელისუფლებასთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ – ამჯერად, ნიკა მელიას სასამართლოს შემდეგ ოპოზიცია პოლიტიკურ უპირატესობას გრძნობს და მაქსმალურად შეეცდება სიტუაციას გამწვავებას ვადამდელი არჩევნების დანიშნის მიზნის მისაღწევად.
ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძე ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ პოლიტიკური ვითარება გახარიას გადადგომით კი არ განიმუხტება, არამედ კიდევ უფრო დაიძაბება. მისი აზრით, ქართველი პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ ვიწრო პარტიულ პრობლემებზე არიან ორიენტირებულნი და ანგარიშს არ უწევენ რეგიონში მიმდინარე ცვლილებებს.

სტუმრები: თორნიკე შარაშენიძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და შორენა ლორთქიფანიძე – ანალიტიკოსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: