ღია სტუდია - რამდენად მზად არიან თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლები სწავლის საკლასო ოთხებში გასაგრძელებლად
ღია სტუდია - რამდენად მზად არიან თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლები სწავლის საკლასო ოთხებში გასაგრძელებლად

„მოსწავლეები თითქმის ერთი წელი დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ და, ვფიქრობ, ორშაბათიდან საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის“ – ამბობს ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის 150-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი მექვევრიშვილი. 150-ე სკოლაში 900-ზე მეტი მოსწავლეა. მათმა 20 პროცენტმა ამ ეტაპზე სწავლის გაგრძელების დისტანციურ მეთოდს მიანიჭა უპირატესობა, თუმცა დირექტორი დარწმუნებულია, რომ მალე ყველა მოსწავლ საკლასო ოთახს დაუბრუნდება. განათლების სამინისტროს ყველა რეგულაცია უკვე ეცნობა მშობლებს. მათ შორის ისიც, რომ სკოლებში მოსწავლეები ნახევარი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ, რომ თერმოსკრინინგი გაიარონ. გარდა ამისა, სწავლის დაწყების განსხვავებული დროა დაწესებული სხვადასხვა კლასებისთვის, რაც მოსწავლეების ერთად თავმოყრის საფრთხეს არ შექმნის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: