მსოფლიოს ამბები - თურქეთმა სამხედრო ოპერაცია შეაჩერა
მსოფლიოს ამბები - თურქეთმა სამხედრო ოპერაცია შეაჩერა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრექსითის შესახებ ევროკავშირთან ახალ შეთანხმებას მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს კიდევ ერთხელ გაუჩნდა შანსი ორგანიზაცია თანმიმდევრულად და ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით დატოვოს. ახალ გეგმას 17 ოქტომბერს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. ახლა ეს გეგმა უნდა დაამტკიცოს გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო ორგანომ, სადაც ჯონსონს ოპონენტები უკვე გამოჩნდნენ. რა წერია ახალ შეთანხმებაში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის შესახებ ვესაუბრეთ დამოუკიდებელი კვლეითი ცენტრის „დიდი ბრიტანეთი ცვალებად ევროპაში“ მკვლევარს ალან ვეიჯერს.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დროებით შეაჩერა. მიუხედავად ამისა, რეგიონში რამდენიმე დღეა სროლის ხმა მაინც ისმის. მხარეები ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თურქეთის პრეზიდენტი უკვე დაიმუქრა, რომ თუ ქურთი მებრძოლები უკან არ დაიხევენ, 22 ოქტომბერს საღამოს ანკარა სამხედრო მოქმედებებს განაახლებს. თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიზნებზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე პირველი არხის ანალიტიკოსს შოთა თხელიძეს ვესაუბრეთ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: