ღია სტუდია - ვახტანგ ხმალაძე - ერთპარტიული მმართველობა სახიფათოა I 23.11.2023
ღია სტუდია - ვახტანგ ხმალაძე - ერთპარტიული მმართველობა სახიფათოა I 23.11.2023

20 წელი გავიდა მოვლენისგან, რომელიც საქართველოს ისტორიაში ვარდების რევოლუციის სახელით შევიდა.

20 წელი ისტორიისთვის ცოტაა. შესაბამისად, დღესაც არ არის ერთიანი აღქმა, თუ რა მოხდა 20 წლის წინ. საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ 20 წლის წინ თანამედროვე საქართველო დაიბადა. საზოგადოების მეორე ნაწილის აზრით, იმ პერიოდის ხელისუფლებამ თავი გამოიჩინა ძალადობით და თვითნებობით.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ იმ მოვლენების მოქმედი პირები ჯერაც თავს არიდებენ შეფასებას, რა იყო 23 ნოემბრის მოვლენა – რევოლუცია თუ სახელმწიფო გადატრიალება. მისივე თქმით, ის ყოველთვის მხარს ევოლუციას უჭერს, რადგან რევოლუციებით მოსული ხელისუფლება ხშირად ავტოკრატიაში ვარდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო განუსაზღვრელი ხელისუფლება. ეს კი, ხშირად, ხელისულებით ტკბობას და ამ ხელისულების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი საშუალების გამოყენებას გულისხმობს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: