ღია სტუდია - ვახტანგ კაპანაძე: უკრაინელი სამხედროები უფრო პროფესიონალურად იბრძვიან I 15.09.2022
ღია სტუდია - ვახტანგ კაპანაძე: უკრაინელი სამხედროები უფრო პროფესიონალურად იბრძვიან I 15.09.2022

უკრაინის არმიის მიერ ხარკოვის წარმატებულ კონტრშეტევას რუსეთი უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით პასუხობს.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, ჯეოქეისის მკვლევარი ვახტანგ კაპანაძე თვლის, რომ უკრაინელი სამხედროები, დაწყებული ქვედა რგოლით და დამთავრებული სარდლობით, ხარისხობრივად უკეთესები და უფრო ეფექტურები არიან ვიდრე მათი რუსი მოწინააღმდეგეები.

რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, ომი გაჭიმოს. „ზამთრის პერიოდში სამხედო ოპერაციების მობილობა მცირდება. გარდა ამისა, პუტინს იმედი აქვს, რომ ზამთრის პერიოდში ევროპაში მოსახლეობის უკმაყოფილება ენერგომატარებლების სიძვირის გამო გაიზრდება, რაც ევროპელ ლიდერებს ზელენსკიზე ზეწოლისკენ აიძულებს“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, უკრაინა ლენდ ლიზით გათვალისწინებულ სამხედრო დახმარებას 1 ოქტომბრიდან მიიღებს, რაც საომარ მოქმედებებზე თავის გავლენას მოახდენს. თუმცა, ვახტანგ კაპანაძის ვარაუდით, ომი უკრაინაში უახლოეს პერიოდში არ დასრულდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: