სოციალური ღია სტუდია - სამოქალაქო სექტორის ჩართულობა პანდემიის დარეგულირებაში
სოციალური ღია სტუდია - სამოქალაქო სექტორის ჩართულობა პანდემიის დარეგულირებაში

ვისაც კოვიდის სიმპტომები აქვს და ოჯახის ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს, ან პანდემიასთან დაკავშირებით სხვა რაიმე პრობლემის მოგვარება უჭირს – ჩვენ მოგვმართავს და ოპერატიულად დავეხმარებით – განაცხადა საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორმა მეგი საჯაიამ.

პაციენტთა უფლებადამცველის თქმით, ახლა, როცა პანდემიის პიკია საქართველოში, ექიმებიც ინფიცირებული არიან და გართულებულია პაციენტების გაზრდილი მიმართვიანობის დაკმაყოფილება.

„ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული პრობლემების მოგვარებაში, პაციენტებს უწევენ ონლაინ კონსულტაციებს, ინფიცირებულებს საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან, რომ არ დაგვიანდეს მათი ჰოსპიტალიზაცია“ – აცხადებს მეგი საჯაია.

სტუმარი: მეგი საჯაია, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი,პაციენტთა უფლებადამცველი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: