სოციალური ღია სტუდია - ახალი ტარიფი თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
სოციალური ღია სტუდია - ახალი ტარიფი თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა არ გაძვირებულა პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, პედაგოგებისთვის – მგზავრობის საფასურის მატება ოცდაათ ჯგუფს არ შეხებია.

მისივე თქმით, დედაქალაქის ავტოტრანსპორტის განვითარების პოლიტიკამ ტარიფების გაზრდის საჭიროება გარდაუვალი გახადა.

ოგბაიძის თქმით, დღეს თბილისის საქალაქო ტრანსპორტის პარკი საუკეთესო ევროპული ავტობუსებით და მიკროავტობუსებითაა დაკომპლექტებული. მგზავრობის საფასური კი საშუალო ევროპულზე გაცილებით დაბალია.

სტუმარი: შალვა ოგბაიძე – თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: