ღია სტუდია - ვახტანგ ძაბირაძე - სააკაშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს I 22.12.2022
თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს შუამდგომლობას მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, დღეს ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილი საფრთხეს არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, თუ სააკაშვილის პატიმრობა ფატალური შედეგით დასრულდა, ეს ამ ხელისუფლებას მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს.
„ფაქტია, რომ სააკაშვილის ბედით დასავლეთი დაინტერესებულია და ამას ზელენსკის განცხადებაც ადასტურებს. ამ შემთხვევაში, საუბარი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ან სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენის სურვილზე უსაფუძვლოა – ადამიანის უფლებები ყველგან და ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: