ღია სტუდია - რითი დასრულდება ირანში მიმდინარე პროტესტი I 15.12.2022
ღია სტუდია - რითი დასრულდება ირანში მიმდინარე პროტესტი I 15.12.2022

ირანში სექტემბერში დაწყებული პროტესტი გრძელდება. ჰიჯაბის „არასათანადო ტარებისთვის“ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის პოლიციის განყოფილებაში გარდაცვალების გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს ირანის შიგნით და გარეთ უკვე უწოდებენ ირანის ახალ რევოლუციას.

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაიაც თვლის, რომ ირანში დაგროვილმა პროტესტმა მართლაც რევოლუციის ხასიათი მიიღო, თუმცა აეჭვებს, რომ ამჯერად ირანელები შეძლებენ არსებული ხელისუფლების ცვლილებას.

„პროტესტის მონაწილეებს არ ჰყავთ ლიდერები, ჩამოყალიბებული სტრუქტურები, თუმცა, წინა საპროტესტო გამოსვლებისგან განსხვავებით, ამჯერად პროტესტი უკვე იდეოლოგიზირებულია“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: