ღია სტუდია - უკრაინა-რუსეთის ომი და მსოფლიო უსართხოების სისტემები
ღია სტუდია - უკრაინა-რუსეთის ომი და მსოფლიო უსართხოების სისტემები

უკრაინა-რუსეთის ომი და მსოფლიო უსართხოების სისტემები –  ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა თვლის, რომ უკრაინის ომს წინ ის მოვლენები უძღვის, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოც იყო ჩართული და რომელზეც დასავლეთს რეაგირება არ მოუხდენია. „ფაქტიურად, 1991-92 წლებში აფხაზეთში საქართველოს რუსეთი ებრძოდა. მერე იყო ჩეჩნეთის ომი. და უკრაინა“ – ამბობს ვასილ კაჭარავა, რომლის აზრითაც, დასავლეთის მხრიდან რუსეთთან წარმოებულმა დაშოშმინების პოლიტიკამ ევროპის შუაგულში, უკრაინაში ომთან მიგვიყვანა. „რა თქმა უნდა, ეს ომი დამთავრდება, მაგრამ თუ არ შეიცვალა რუსეთის სახელმწიფო და კვლავ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს თავზე მუდმივად დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე“ – ამბობს ვასილ კაჭარავა.

სტუმარი: ვასილ კაჭარავა, თსუ-ს ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: